საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა შვეიცარიის პარლამენტში საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან.

2017 წლის 26 სექტემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს წევრთან, საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, კრისტა მარკვალდერთან. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები