საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2017 წლის 3 ოქტომბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ილია მარჯანიძემ მონაწილეობა მიიღეს ქ. ციურიხში, შვეიცარია-დსთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში "New Silk Road Forum II, China's One Belt, One Road Initiative''. ფორუმში, როგორც პანელისტმა, მონაწილეობა მიიღო "ანაკლია სითის'' გენერალურმა დირექტორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ანაკლიის პროექტი: "Georgia's Anaklia Port Project: The Shortest Route from China to Europe''.