საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია მარჯანიძის მოხსენება ბერნის Lyceum Club-ში

 წლის 12 ოქტომბერს, საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ ბერნის Lyceum Club-ში http://www.lyceumclub-bern.ch/წაიკითხა მოხსენება, „საქართველო - უძველესი კულტურის ქვეყანა თანამედროვე დროს, შანსები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“. მოხსენებაში ილია მარჯანიძემ Lyceum Club-ის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს, როგორც უძველესი ისტორიის ქვეყნის ისტორია, მისი განსაკუთრებულობა და წვლილი, მსოფლიო კულტურის განვითარების საქმეში. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი, ქალთა უფლებების სფეროში საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას. აღინიშნა, რომ ქალის საარჩევნო უფლებები საქართველოში არასოდეს ყოფილა დისკრიმინირებული სამართლებრივ დონეზე.ასევე, აღინიშნა თანამედროვე საქართველოს გამოწვევები. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის ფაქტს და აღინიშნა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების პერმანენტული დარღვევის შესახებ.მოხსენებაში მნიშვნელოვანი როლი დაეთმო, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ილია მარჯანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა, დაუბრუნდეს ევროპის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეს, როგორც მისიგანუყოფელი ნაწილი.   განუყოფელი ნაწილი.  განუყოფელი ნაწილი.