საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის საახალწლო მიღება ვადუცში, ლიხტენშტაინის სამთავროში

საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 11 იანვარს, ვადუცში, ლიხტენშტაინის სამთავროში, მმართველი ოჯახის მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებაში. მიღებაზე მიწვეულნი იყვნენ ლიხტენშტაინის სამთავროში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები პოლიტიკის, ბიზნესის და კულტურის სფეროებიდან.