საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბილ/ბიენის საოპერო თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა "იოლანტას" პრემიერა

2018 წლის 9 თებერვალს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ ქ. ბილ/ბიენის საოპერო თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა "იოლანტას" პრემიერას. საოპერო წარმოდგენაში ერთ-ერთ მთავარ პარტიას (გრაფი ვოდემონი) ასრულებდა თეატრის მოწვეული სოლისტი, ქართველი ტენორი, ირაკლი მურჯიკნელი. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, ასევე საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს ქართველ ტენორსა და თეატრის ხელმძღვანელს, დიტერ კაეგის წარმატებული პრემიერა. თეატრის ხელმძღვანელმა და ქართველმა მომღერალმა საელჩოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.