საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 16 და 19 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის ენერგეტიკის ოფისის თანაორგანიზებით, გაიმართა ექსპერტთა გაფართოებული ფორმატის ვირტუალური შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო.

შვეიცარული მხარის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები და შემდგომი დისკუსიები მიეძღვნა ჰიდროენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიის სხვა მიმართულებებს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრები გახლდათ უაღრესად ინფორმატიული, გამოცდილების გაზიარებისთვის საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და კარგი საფუძველი ამ მნიშვნელოვან დარგში სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის შვეიცარიის ენერგეტიკის ოფისსა და საქართველოს მხრიდან ჩართულ მხარეებს წარმატებული ღონისძიებისთვის.