საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალია HALO Trust-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ფიონა კილპატრიკ-კუპერს შეხვდა

2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა HALO Trust-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან, ფიონა კილპატრიკ კუპერთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჰალო ტრასტის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები. 
საუბარი შეეხო ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ჰალო ტრასტის წარმომადგენელმა ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე რეგიონის მასშტაბით. 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჰალო ტრასტის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატება უსურვა ახალ რეგიონულ დირექტორს მის სამომავლო საქმიანობაში.