საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა რევაზ ლომინაძემ ოფიციალური ვიზიტი გამართა ციურიხის კანტონში და შეხვდა რეგიონის მთავრობის საბჭოს პრეზიდენტს ჟაკლინ ფერს.

მხარეებმა, რეგიონების განვითარების კონტექსტში, განიხილეს ციურიხის კანტონის გამოცდილება, საქართველოსთვის მისი გაზიარებისა და შედეგზე ორიენტირებული კონკრეტული თანამშრომლობის შესაძლებლობები.


ელჩმა კიტა ჩხენკელისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა ციურიხში ცხოვრების პერიოდზე, მათ ფასდაუდებელ საქმიანობაზე ისაუბრა და შედგა შეთანხმება, რომ შემდგომი კვლევები კანტონის ხელისუფლების ჩართულობით გაგრძელდება.