საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 29 აპრილს საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ვიდეო შეხვედრა გამართა შვეიცარული Thin Tank-ის „ფორაუსი“ რეგიონალურ თანათავმჯდომარესთან ანდრეას ოეშგერთან და ქართული Thin Tank-ის „ჯეოქეისი“ საერთაშორისო და საჯარო სამართლის დირექტორთან ბაჩო თოთლაძესთან.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და Thin Tank-ების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი ორგანიზაციების მიერ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დარღვევებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, განხილულ იქნა ჰიბრიდული ომის საფრთხეების თემატიკა.