საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს ელჩის რევაზ ლომინაძის შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან ანდრეას აები..

ელჩმა მადლიერება გამოხატა შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდაჭერისთვის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მედიატორის როლისთვის. მან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე; მძიმე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ე.წ. „ბორდერიზაციის“ მიმდინარეობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან სხვა მუდმივი პროვოკაციების სახიფათო ტენდენციებზე. რევაზ ლომინაძემ ხაზი გაუსვა პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, შვეიცარიის შესაბამისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. საპარლამენტო თანამშრომლობის არსებული პოტენციალიდან გამომდინარე, აღინიშნა მეტი ორმხრივი კავშირების, მეგობართა ჯგუფების გააქტიურების და მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიფიცირების აუცილებლობა.