საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 30 მარტს ელჩმა რევაზ ლომინაძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან მარტინა ჰირაიამასთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს კვლევის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებს.

მათ ისაუბრეს საქართველოში პროფესიული განათლების  მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე. რევაზ ლომინაძემ სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა ამ სფეროში შვეიცარიის მხარდაჭერისთვის, და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეფორმის ახალი ტალღის შესახებ.