საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 31 მარტს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ვიდეო შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელთან ანალაიზ ეგიმანთან.

მხარეებმა ისაუბრეს ინოვაციების მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის პირობებში. 

ელჩმა ანალაიზ ეგიმანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის შესახებ. საუბრისას გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები, რაშიც ორი ქვეყნის სააგენტოებს თანამშრომლობა შეუძლიათ და მხარეები შეთანხმდნენ შესაბამისი კომუნიკაციის გაგრძელებაზე.