საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 26 მარტს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ვიდეო შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, შვეიცარიის ენერგეტიკის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელთან ბენუა რევაზთან.

მხარეებმა ისაუბრეს ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა მომავალი 10-15 წლის განმავლობაში შვეიცარიის ენერგო სტრატეგიის გარკვეულ პრინციპებზე. რევაზ ლომინაძემ ისაუბრა საქართველოსთვის დარგის მნიშვნელობაზე და მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასარგებლო იქნება, თუ მოხდება საერთო ინტერესების საკითხთა გამოკვეთა, რათა საქართველოსა და შვეიცარიის შესაბამის სააგენტოებს შორის ჩამოყალიბდეს საჭირო დიალოგი.