საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 26 მარტს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ვიდეო შეხვედრა გამართა გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივანთან ჟოზე ბორგინოსთან.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2021 წელს თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

მათ განიხილეს 23 აპრილს ხოზე ბორგინოს გახსნის ცერემონიაზე დასწრების შესაძლებლობები. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ბერნში საქართველოს საელჩოსა და IPA-ს თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.