საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
მისასალმებელი სიტყვა
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
მოქალაქეთა მიღების განრიგი
ტეფიკინგთან ბრძოლა
დახმარება სამშობლოში დასაბრუნებლად
საპარლამენტო არჩევნები 2020
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები შვეიცარიის კონფედერაციასთან
ორმხრივი ურთიერთობები ლიხშტენშტაინის სამთავროსთან
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე
შვედი დიპლომატის განცხადებით, საქართველომ და ეუთომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში საქართველოს მუდმივი და კონსტრუქციული მონაწილეობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.
როგორც ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითიც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი, ჩემთვის როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის.“- განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს. „ეუთო დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში. ეუთო აქტიურადაა ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი და გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.“- აღნიშნა ან ლინდემ.
შვედი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულ სამუშაოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანიკა სოდერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.
ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი