საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა კონკურსის გამარჯვებულთან: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში  საქართველოს საელჩო ულოცავს ვახტანგ მარჯანიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსიყავი შენი ქვეყნის  ახალგაზრდა ელჩის პროგრამის ფარგლებში,  2019 წელს გამართულ  ღია კონკურსში გამარჯვებას და მოხარულია, რომ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რანგში, იგი, არაერთ  საინტერესო პროექტზე იმუშავებს შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

 

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, დავით ჯალაღანიამ და კონსულმა, ქეთევან ესიაშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა ელჩს“ გააცნეს საელჩოს დღის წესრიგით გათვალისწინებული 2020 წლის პრიორიტეტული საკითხები კულტურის, განათლების, ტურიზმის, სხვა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით და  მოისმინეს  „ახალგაზრდა ელჩის“ ხედვა მის მიერ შემუშავებული სამოქმედო  პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით.

 

ამჟამად, ვახტანგ მარჯანიძე არის ბერნის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ  „საქართველოს ახალგაზრდა ელჩის“ სტატუსი, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მას, რათა სათანადო დონეზე წარმოაჩინოს საქართველო, მისი კულტურა და პოტენციალი, როგორც სტუდენტურ, ისე შვეიცარიის სხვადასხვა  საზოგადოებრივ  და აკადემიურ წრეებში.

 

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყოველწლიურად ახორციელებს, ერთწლიანი მანდატით, ახალგაზრდები  მსოფლიოს უკვე 25 ქვეყანაში იქნა შერჩეული, ხოლო შვეიცარია, ამ  პროგრამაში პირველად იქნა შეყვანილი. პროგრამის მიზნებს წარმოადგენს   საქართველოს პოპულარიზაცია, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა.