საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ელჩმა დავით ჯალაღანიამ და უფროსმა მრჩეველმა ირაკლი ხუცუარულმა მონაწილოება მიიღეს ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ელჩმა დავით ჯალაღანიამ და უფროსმა მრჩეველმა ირაკლი ხუცუარულმა მონაწილოება მიიღეს ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ლიხტენშტაინის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ელჩს შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა და გასაუბრებოდა ლიხტენშტაინის სამთავროს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა, იუსიტიციისა და კულტურის მინისტრს - კატრინ ეგენბერგერს. საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის  არსებული, ტრადიციულად წარმატებული თანამშრომლობა და დაფიქსირდა ორმხრივი ინტერესი ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში, მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ლიხტენშტაინის სამთავროს ხელოვნების მუზეუმში მომზადებული გამოფენა სათაურით: „ლიხტენშტაინი, წარსულის მომავლის შესახებ“.