საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერნის კინოდარბაზში Cine Rex, მოეწყო ქართულ-ესტონური მხატვრული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება

2019 წლის 7 აგვისტოს,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერნის კინოდარბაზში Cine Rex, მოეწყო ქართულ-ესტონური მხატვრული ფილმის „მანდარინების“ დახურული, არაკომერციული ჩვენება, რომელსაც  საელჩოს მოწვევის საფუძველზე, დაესწრნენ შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენლები  (EDA), შვეიცარიაში სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების წარმომადგნელები,  კოლეგები ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან, შვეიცარიაში მცხოვრები თანამემამულეები.

ფილმის ჩვენებამდე აუდიტორიას  სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიით  გამოწვეულ შედეგებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაწეული დახმარებისა და საქართველოს ძალისხმევის შესახებ კონფლიქტის დარეგულირების გზაზე.

დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამოქალაქო პირებისა და ჩვენი სამხედროების ხსოვნას.