საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული საკვირაო სკოლა „იბერია“

2019 წლის 16 ოქტომბერს,  შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით ჯალაღანიამ და საელჩოს კონსულმა ქეთევან ესიაშვილმა, საელჩოში  შეხვედრა გამართეს  შვეიცარიის ვაუდის კანტონის ქ. ლოზანაში მოქმედ ქართული საკვირაო სკოლა „იბერია“-ს დამფუძნებელ ხელმძღვანელთან,  ქ-ნ ფიქრია ზატუაშვილთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული სკოლისთვის გამოყოფილი სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემა და აგრეთვე,  შემდგომი  ურთიერთობების გაღრმავებისა და ხელშეწყობისა  მიზნით, როგორც სკოლის, ისე ქ. ლოზანაში მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებების გაცნობა,  ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული დიასპორის ხელშეწყობის პროგრამების/ინიციატივების შესახებ.

  აღსანიშნავია, რომ ქ. ლოზანაში ქართული საკვირაო სკოლა „იბერია“-ს ბაზაზე, 4 დეკემბრიდან ჩატარდება  ქართული ცეკვის გაკვეთილები.