საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლიდან ახორციელებს პროგრამას – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

გაცნობებთ, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  2018  წლიდან ახორციელებს   პროგრამას იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.   მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩების“  შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 35 ქვეყნიდან (ავსტრიის რესპუბლიკა; აზერბაიჯანი; ამერიკის შეერთებული შტატები; ბელარუსი; ბელგიის სამეფო; ბულგარეთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; დანია; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ესპანეთის სამეფო; ესტონეთი; თურქეთის რესპუბლიკა; იაპონია; ირლანდია; ისრაელის სახელმწიფო; იტალიის რესპუბლიკა; კანადა; კვიპროსი; კორეა; ლატვია; ლიეტუვა; მალტა; მოლდოვა; ნიდერლანდების სამეფო; ნორვეგია; პოლონეთის რესპუბლიკა; საბერძნეთის რესპუბლიკა; საფრანგეთის რესპუბლიკა; უკრაინა; უნგრეთი; ფინეთი; შვეიცარია; შვედეთის სამეფო; ჩინეთი; ჩეხეთის რესპუბლიკა).

განაცხადის  და  შესაბამისი  დოკუმენტების წარდგენა  შესაძლებელია 2019  წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზ: diaspora@mfa.gov.ge.

გთხოვთ იხილოთ „ახალგაზრდა ელჩის პროგრამა“, სადაც მოცემულია ინფორმაცია  კანდიდატთა კრიტერიუმების შესახებ  და საკონკურსო  განაცხადის ფორმა.

 

ახალგაზრდა ელჩის პროგრამა

საკონკურსო განაცხადის ფორმა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა.pdf

საკონკურსო განაცხადის ფორმა.pdf