საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მარინა კარობიო-გუშეტის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატაპრეზიდენტს მარინა კარობიო-გუშეტის შეხვდაპარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობსრომლის ფარგლებშიცმან მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობის ინაუგურაციის ცერემონიაში.

 

შეხვედრისასმხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებიმიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეგანსაკუთრებული აქცენტით სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მიესალმნენ შვეიცარული კომპანიების წარმატებულ ოპერირებას ქართულ ბაზარზეისაუბრეს ტურისტების მზარდ რაოდენობაზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსროგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას.

 

შეხვედრის მიმდინარეობისასმხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზემინისტრმა შვეიცარიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობისსაქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის შესახებდავით ზალკალიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვეიცარიისროგორც მედიატორის როლსრუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.

 

მარინა კარობიო-გუშეტიმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერარაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემაზეა დაფუძნებულიმან აღნიშნარომ შვეიცარული მხარე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საშუამავლო ფუნქციას და მაქსიმალურად ეცდებაპოზიტიური წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.

 

შვეიცარული მხარის დაინტერესების საფუძველზესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

შეხვედრის დასასრულსმხარებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები

 

მინისტრმა მიულოცა შვეცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში საელჩოს ახალი შენობის გახსნა

 

აღსანიშნავია საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისათვის ეწვია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ივ როსიერომელიც იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს ინტერსების სექციასშვეიცარელ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხევდრები გაიმართა 

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში.