საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 25 აპრილს, შვეიცარიის აარგაუს კანტონში, #ANAV (Association Nationale Des Amis Du Vin)-ის აარაუს წარმომადგენლობაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია/დეგუსტაცია.

საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ, ღვინის მეგობართა კლუბის დეგუსტატორებისთვის გამართულ მოხსენებაში სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რეფორმები.
სტუმრებმა გაიცნეს საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა და ღვინის სამშობლო. დეგუსტაციაზე ამჯერად წარდგენილმა ღვინოებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს. წარდგენილი იყო: Teliani Valley Tsinandali, 2017, Bio Marani Kisi, 2016; Barbale Mtsvane Qvevri, 2017; Casreli Mtsvane Kisi, 2017; Kakhuri Wine Cellar Manavi, 2015; Ghvardzelashvili Jgia Saperavi, 2018; Zangaura Saperavi Rose, 2017; Alapiani Tavkveri, 2018; Dakishvili Saperavi, 2018; Mosmieri Saperavi Qvevri, 2017; Viniveria Mukuzani, 2016.
დეგუსტაციას დაესწრო შვეიცარიის ღვინის მეგობართა კლუბი ANAV-ის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ჰოფშტეტერი.