საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ


 
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს   სტაჟირების   კონკურსს.   კონკურსის   შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში     მონაწილეობის     მიღება     შეუძლია     საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქესრომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენასარის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება (დამთავრებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის  ჩათვლითელექტრონული  ფოსტის მეშვეობით, მისამართზე (bern.emb@mfa.gov.ge ).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განცხადების გადახედვა
2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ფლობდეს გერმანულ ან ფრანგულ და ინგლისურ ენას;
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს;(დამთავრებული ქონდეს უმაღლესი სასწავლებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში.)

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შვეიცარიის კონფედერაციაშიკანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
3. კონკურსის თემატიკა:
შვეიცარიის კონფედერაციას და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები
ადგილსამოფელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი
• საკონსულო ურთიერთობები 

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობითშემდეგ  მისამართზეbern.emb@mfa.gov.ge  უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი განცხადების ფორმა);

ბ) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

კონკურსანტებთან გასაუბრება/წერითი გამოცდა  ჩატარდება შემდეგ  მისამართზეSeftigenstrasse 7, 3007 Bern
სტაჟიორთა   შესარჩევი   კონკურსის   ეტაპების/გასაუბრების   თარიღი   დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების   შედეგების   დადებითი   შეფასების   შემთხვევაშისტაჟიორს   ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ   გაითვალისწინოთ,   რომ   სტაჟირების   კონკურსი   ცხადდება   წელიწადშ ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +41 31 351 58 55 ან bern.emb@mfa.gov.ge

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (1).pdf