საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

16.04.2019, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქ. მენდრიზიოში

2019 წლის 16 აპრილს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით, ტიჩინოს კანტონის სოფლის მეურნეობის კანტონალურ სკოლაში, ქ. მენდრიზიოში, შვეიცარიის ღვინის მეგობართა კლუბის ტიჩინოს რეგიონულ წარმომადგენლობაში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია მარჯანიძემ 50-მდე ღვინის ექსპერტისთვის გააკეთა მოხსენება საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ. წარმოდგენილი იყო 10 სახეობის ქართული ღვინო.

დიდი მადლობა ტიჩინოს კანტონში მცხოვრებ ქართველს, ავთანდილ პატარაიას, მოხსენების/პრეზენტაციის ქართულიდან იტალიურად თარგმნისთვის.

სრულიად განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქალბატონ მაკა თარაშვილს და თითოეულ ქართველ მეღვინეს, რომელთა ღვინოებმაც შვეიცარიელი ღვინის ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურეს.