საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის

🇬🇪🇨🇭

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო შვეიცარიული მხრიდან - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტინა მარტი ლანგი (Ms. Krystyna Marty Lang).

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიესალმნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გამოკვეთილ ბოლოდროინდელ დინამიკას. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/51cc7