საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 26-29 ნოემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

2018 წლის 26-29 ნოემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი.

აღნიშნული ვიზიტი მომზადდა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მიერ, რომელიც დაეფუძნა ქუთაისის უნივერსიტეტსა და ფრიბურგის უნივერსიტეტს შორის, 2017 წლიდან არსებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

დელეგაცის შემადგენლობაში შედიოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი ღავთაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტის - "სამართალი, სახელმწიფო, პოლიტიკა" - დირექტორი, პროფ. მამუკა ბერიაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი,მარიამ ხაზარაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ხარისხის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი,
ქეთევან რჩეულიშვილი.
საელჩოს მხრიდან, ვიზიტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ელჩი დავით ჯალაღანია და უფროსი მრჩეველი, ილია მარჯანიძე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები ფრიბურგის უნივერსიტეტისა და ფედერალიზმის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებები შეეხებოდა შვეიცარიული და ქართული უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას დოქტორანტურის კლასტერების მიმართულებით.

მიღწეული კონკრეტული შეთანხმების თანახმად, ქართული და შვეიცარიული უნივერსიტეტები უახლოეს ხანებში დაიწყებენ თანამშრომლობას, კონკრეტული თემებსა და პროექტებზე.