საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 11-14 სექტემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი

2018 წლის 11-14 სექტემბერს, შვეიცარიის კონფედერაციაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტში ეკა ბესელია, დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გიორგი ტუღუში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ლევან მახაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა: შვეიცარიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარესთან დომინიკ დე ბუმანთან; საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, სენატორებთან ფილიპო ლომბარდისთან და კრისტა მარკვალდერთან; შვეიცარიის ფედერალური საბჭოს (მთავრობის) წევრთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან (საგარეო საქმეთა მინისტრთან) იგნაციო კასისთან; შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს
დირექტორთან, სახელმწიფო მდივანთან მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშთან; შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან მაურო დელ
ამბროჯიოსთან; მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან. ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა ფრიბურგის უნივერსიტეტში.

პარლამენტის თავმჯდომარე და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვია შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიას CSL Behring AG-ს, სადაც ამ კომპანიის საქმიანობისა და
საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, გაეცნო დუალური განათლების პრაქტიკაში გამოყენების თავისებურებებს.

11-14 September 2018 hat ein offizieller Besuch des Vorsitzenden und der Delegation des Parlaments von Georgien in der Schweiz stattgefunden.
Die Delegation traf sich mit: dem Vorsitzenden des Nationalrates, Dominique De Buman, den Co-Vorsitzenden der parlamentarischen Freundschaftsgruppe Schweiz-Georgien in der Schweizerischen Parlament, Filippo Lombardi und Christa Markwalder, der Staatssekretärin für Wirtschaft Marie-Gabrielle Ineichen-Fleisch, dem Staatssekretär für Bildung, Forschung und Innovation im Departement für Wirtschaft, Bildung und Forschung Mauro Dell'Ambrogio, dem Vizedirektor des Staatssekretariats für Migration Vincenzo Mascioli, dem Vorsteher des Eidgenössischen Departements für auswärtigen Angelegenheiten Ignazio Cassis. 
An der Universität Fribourg haben der Vorsitzende des Parlaments und die Delegation bei einem Round Table „Rechtsstaatlichkeit, Menschenrechte, Stadt und Religion“ teilgenommen.
Bei dem Besuch der Firma CSL Behring AG hat die Parlamentsdelegation aus Georgien die praktische Funktionierungsweise des schweizerischen dualen Ausbildungssystems kennengelernt.