საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში

ტაჟირების გავლის შესახებ 

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო, 2018 წლის 1 ნოემბრიდან   აცხადებს   სტაჟირების   კონკურსს.   კონკურსის   შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების      კონკურსში     მონაწილეობის     მიღება     შეუძლია     საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის   ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: bern.emb@mfa.gov.ge

1.       განაცხადების გადარჩევა;

2.       გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ანფრანგულ ენასსასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

განათლებაპოლიტიკური მეცნიერებებისამართალმცოდნეობასაერთაშორისო ურთიერთობებიისტორიასოციოლოგიაუცხო (გერმანულიინგლისურიენებიფილოლოგიაჟურნალისტიკა, ეკონომიკური მიმართულებები.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის   მსურველმა, საელჩოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე bern.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

) ავტობიოგრაფია;

)დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზესაქართველოს საელჩობერნ, Seftigenstrasse 7, 3007 Bern.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსისმონაწილეებს.

სტაჟირების   შედეგების   დადებითი   შეფასების   შემთხვევაში,    სტაჟიორს   ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიღება შესაძლებელია საელჩოს ტელეფონით +41 31 351 58 55 (10:00 საათიდან 12:00 საათამდეან  ელფოსტით: bern.emb@mfa.gov.ge