საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

16 მაისს, ელჩმა დავით ჯალაღანიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიხტენშტაინის სამთავროს მემკვიდრე პრინცს, ალოისს.

საქართველოს ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და კულტურის მინისტრთან, აურელია ფრიკთან.

ელჩს მიესალმა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობის ხელმძღვანელმა, ადრიან ჰასლერმა.