საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსი

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შვეიცარიის კონფედერაციაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა სტაჟირების გავლის პერიოდს აღემატება;

საბუთები მიიღება 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზეbern.emb@mfa.gov.ge  

სტაჟირება დაიწყება 2018 წლის პირველი ივლისის შემდეგ.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.       განაცხადების გადარჩევა;

2.       გასაუბრება.

ვაკანსიის ოდენობა: 2 (ორი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ან ფრანგულ ენას, სასურველია ინგლისური ენი ცოდნა;
  • განათლება: პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, სოციოლოგია, უცხო (გერმანული, ინგლისური) ენები, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა, ეკონომიკური მიმართულებები.

წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:

  •  განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ დანართი 2.pdf;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  •  ერთი ფოტოსურათი (3x4).
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს bern.con@mfa.gov.ge).

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო, . ბენიSeftigenstrasse 7, 3007 Bern.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიღება შესაძლებელია საელჩოს ტელეფონით +41 31 351 58 55 (10:00 საათიდან 12:00 საათამდე) ან  ელფოსტითbern.emb@mfa.gov.ge

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.