საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ახალი  გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ძალაშია 2021 წლის 6 დეკემბრიდან:

გაფართოვდა კოვიდ სერთიფიკატის გამოყენების ვალდებულება

კოვიდ სერთიფიკატი სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეებში, სადაც 300-ზე მეტი (1000-მდე) ადამიანი იკრიბება.

მკაცრად რეკომენდირებულია კოვიდ სერთიფიკატის გამოყენება კერძო შეხვედრებზე  (მათ შორის საოჯახო და მეგობრულ შეკრებებზე), თუ ესწრება 10-ზე მეტი ადამიანი. სასურველია ამგვარ შეხვედრებში არ მონაწილეობდეს 30-ზე მეტი ადამიანი დახურულ სივრცეში და 50 ადამიანი ღია სივრცეში.

გაფართოვდა  ნიღბების ტარების ვალდებულება

ნიღაბი სავალდებულოა  ყველგან დახურულ სივრცეში (კოვიდ სერთიფიკატთან ერთად) გარდა პროვატული შეხვედრებისა. რესტორნებში მომხმარებელი ვალდებულია მიირთვას მხოლოდ მაგიდასთან და ატაროს ნიღაბი თუ არ ზის მაგიდასთან. 

რეკომენდირებულია მუშაობა სახლიდან

სამუშაო ადგილებზე  კონტაქტის შემცირების მიზნით, მკაცრად რეკომენდირებულია სახლიდან მუშაობა. ყველა თანამშრომელმა უნდა ატაროს ნიღაბი საერთო სივრცეში.

შემცირდა სწრაფი ტესტის მოქმედების ვადა

ანტიგენის სწრაფი ტესტის მოქმედების ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდა. PCR ტესტის ვალიდურობა კვლავ 72 საათია.

2021 წლის 4 დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია შვეიცარიაში ჩამსვლელთათვის

არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ ექვემდებარება კარანტინს. შვეიცარიაში  შემსვლელი ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ვაქცინირებული და კოვიდ გადატანილისთვის, სავალდებულოა წინასწარი ტესტის წარდგენა, მეორე ტესტის (ანტიგენის ან PCR) გაკეთება აუცილებელია ჩასვლიდან 4-7  დღის შუალედში.

ბმულები:

https://www.admin.ch/gov/en/start/documentation/media-releases/media-releases-federal-council.msg-id-86260.html

https://www.bag.admin.ch/bag/en/home/krankheiten/ausbrueche-epidemien-pandemien/aktuelle-ausbrueche-epidemien/novel-cov/empfehlungen-fuer-reisende/quarantaene-einreisende.html