საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ, მიიღოთ მოკლე ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სახელმწიფო პრიორიტეტების, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ. აგრეთვე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ საკონსულო ინფორმაცია.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დე-ფაქტოდ“ ჯერ კიდევ 1920 წელს დამყარდა და მაშინდელმა შვეიცარიის მთავრობამ თბილისში გახსნა გენერალური საკონსულო, ხოლო ბერნში გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდგომ, დიპლომატიური ურთიერთობების „დე-იურედ“ აღიარება და დამყარება შვეიცარიის მხრიდან უკვე 1992 წლის 10 ივნისს მოხდა. 1997 წლიდან კი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.

საქართველოსა და ლიხტენშტაინის სამთავროს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც 1992 წელს დამყარდა.

საქართველოს მიერ არჩეული უპირობოდ ევროპული განვითარების კურსისა და ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევების, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის პრინციპები და ფასეულობები, რაც საქართველო-შვეიცარიის, საქართველო-ლიხტენშტაინის ურთიერთობებს განსაზღვრავს. სწორედ ამ საფუძვლებს ეყრდნობა პარტნიორობის მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა და, რაც მთავარია, ღირსეულ მომავალში ერთობლივი წვლილის შეტანის შესაძლებლობები.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდი შედეგიან მეგზურობას გაგიწევთ და იქნება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი.