საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის სეულის გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი მონაწილეობს

7-8 დეკემბერს, ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს 2021 წლის სეულის გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
 
მინისტერიალის ორგანიზატორია კორეის რესპუბლიკის მთავრობა და მასში მონაწილეობს 80-მდე ქვეყანა. ხსენებული მიზნად ისახავს მშვიდობისმყოფელთა ოპერაციების გასაუმჯობესებლად, კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევას. ღონისძიების ფარგლებში, ქართული მხარე მიესალმა, მასპინძელი ქვეყნის - კორეის რესპუბლიკის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მშვიდობისმყოფელთა მისიათა ტექნოლოგიური და სამედიცინო შესაძლებლობათა გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა საკითხებზე ღონისძიება იმართება 2014 წლიდან სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურთა, ან მინისტრების დონეზე.